ონის მუნიციპალიტეტში, ბეერ-შევას სახელობის პარკში არსებულ სასპორტო სკოლის დარბაზში, მხატვრული ტანვარჯიშის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა

by magda

14.07.2024წ.

14 ივლის, ონის მუნიციპალიტეტში, ბეერ-შევას სახელობის პარკში არსებულ სასპორტო სკოლის დარბაზში, მხატვრული ტანვარჯიშის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა.
ბავშვებმა ნომრები, პროფესიონალ ჟიურის წევრებს წარუდგინეს და შემაჯამებელი შეხვედრის ბოლოს მედლებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ჟიურის წევრები:
სალომე ფაჟავა – საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს ჩემპიონი, ევროპული თამაშების ბრინჯაოს მფლობელი, ასევე საქართველოს ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და კვალიფიცირებული მწვრთნელი.
სალომე ბურდილაძე – ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს ჩემპიონი, სპორტის ოსტატი, საქართველოს ფედერაციის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, კვალიფიცირებული მწვრთნელი.
ლიანა ცეცაძე – საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს ჩემპიონი, სპორტის ოსტატი, კვალიფიცირებული მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, მხატვრული ტანვარჯიშის წრე, მიმდინარე წლის აპრილის თვეში გაიხსნა სადაც 60 ბავშვი ირიცხება.
ონის მუნიციპალიტეტის მერია, მადლობას უხდის პედაგოგებს, სალომე ბურდილაძეს და ასმათი ჯაფარიძეს, ამ მოკლე პერიოდში მიღწეულ შედეგებისთვის და ბავშვებს წარმატებებს უსურვებს მომავალ ასპარეზობებში

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content