მასში მონაწილეობდნენ უწერის, გლოლის, ღების, ღარის, სორის და ონის საჯარო სკოლების მოსწავლეები
8 მაისს, ონის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა პროექტის „სპორტი ბარიერების გარეშე“ მუნიციპალური ტურნირი შემდეგ სახეობებში:სპრინტი,მაგიდის ჩოგბურთი ,ჭადრაკი .
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში მოზარდების ჩართვით ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას.
მასში მონაწილეობდნენ უწერის, გლოლის, ღების, ღარის, სორის და ონის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
ტურნირს ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.