ონის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტუალურ გუნდურ ჩემპიონატს „ეტალონი“ უმასპინძლა

by magda

15.05.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტუალურ გუნდურ ჩემპიონატს „ეტალონი“ უმასპინძლა.
ონის მუნიციპალიტეტის, სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლაში შეკრებილ სკოლის გუნდებს შორის 2024 წლის “ონის ეტალონი გუნდი” გამოვლინდა.
ინტელექტისა და ცოდნის დღესასწაულზე მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებისთვის ერთმანეთს ონის სკოლების 10 გუნდის 40 მოსწავლე ეჯიბრებოდა.
ღონისძიებას ტრადიციულად“ ეტალონის” ავტორი და უცვლელი წამყვანი – გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
2024 წლის“ ონის ეტალონი გუნდის” წოდება და პირველობა ონის საჯარო სკოლის ერთ-ერთმა გუნდმა მოიპოვა, რომელმაც 20 კითხვას დამაჯერებლად უპასუხა და 65 ქულა მოიპოვა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content