ონის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

26.11.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 1991 წლიდან აღინიშნება. 16
დღის განმავლობაში, ჩვენი მუნიციპალიტეტი გეგმავს როგორც ონლაინ შეხვედრების სერიას,
ისე საინფორმაციო სოც. მედია აქტივობების განხორციელებას.
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელიც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი
ღონისძიება განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით. მათ შორის, დაიხვეწა კანონმდებლობა, შეიქმნა დამატებითი
საკანონმდებლო გარანტიები ძალადობის მსხვერპლთათვის და გაძლიერდა ინსტიტუციური
მექანიზმები. ამის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა კვლავ აქტუალურია, რასაც კიდევ უფრო ართულებს პანდემიის შედეგად გამოწვეული გარემოებები.
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში
ძალადობის მსხვერპლებს
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ, რომ თვალის
დახუჭვა, გულგრილობა, გვერდზე გადგომა დაუშვებელია, და რომ თითოეული ადამიანის
ერთი ზარი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ