61
16.09.2022წ.
ონის მუნიციპალიტეტი დასუფთავების საერთაშორისო დღეს შეუერთდა და აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტურისტულად აქტიური ლოკაციების მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აღნიშნულ აქციაში მონაწილეობდნენ, მუნიციპალიტეტის მერიის და ააიპ “ონის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის“ თანამშრომლები.
დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – “დავასუფთაოთ მსოფლიო” (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით, სექტემბრის თვეში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება. მისი მიზანია ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესება. კამპანიამ მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები გააერთიანა ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად. კამპანიაში 130-მდე ქვეყანა მონაწილეობს.
საქართველო დასუფთავების მსოფლიო კამპანიაში 2010 წლიდან იღებს მონაწილეობას და მიმდინარე წელს პროექტის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში ერთვება. საქართველო რიგით 121-ე ქვეყანაა, რომელიც დატანილია მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე.
2022 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია – ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა სამყარო უკეთესობისკენ შეიცვალოს.