8
11.04.2023წ.
10 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრზე ჯგუფის წევრები გაეცნენ მთავრობის 2022 წლი, 15 თებერვლის 264 დადგენილებით დამტკიცებულ “მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელოს”.
აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების მხარდამჭერია USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა.
სტრატეგიის დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე თემების მდგრადობის გაძლიერებაზე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, ხელი მოაწერა USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ხელმძღვანელ – დინა კარიჩთან ერთად, ურთიერთგაგების მემორანდუმს, რაც გულისხმობს მუნიციპალური განვითარების ყოვლისმომცველი და ინკლუზიური სტრატეგიის შემუშავებას. სადაც აქტიურად იქნებიან ჩართულები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.