ონის მუნიციპალიტეტის შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

11.05.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
დღეს 11 მაისს, ’სინოფარმის’’ ვაქცინით ონის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქალაქ ონში ლევან შერაზადიშვილი აიცრა.
აღსანიშნავია, რომ დღეის მონაცემებით ონის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში 65 ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია. მედიკოსების განცხადებით , ონის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე მიმდინარეობს.
ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული’’სინოფარმის’’ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში.
საქართველოში ‘’სინოფარმით’’ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისათვის არის ხელმისაწვდომი.
მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ ისე გარშემომყოფების ჯანმრთელობას. ვაქცინაცია ერთადერთი იარაღია უხილავ მტერთან საბრძოლველად – განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა