10
22.05.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მე-2 და მე-3 ეტაპის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის 2590 მეტრი მონაკვეთი, მილების, სანიაღვრე არხების და გადამღვრელების გათვალისწინებით.
სამუშაოების ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება კი, ივლისის თვეში იგეგმება.
მიმდინარე სამუშაოები, მონიტორინგის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგელიძემ ადგილობრივი ხელოსუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.