ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

03.12.2020წ.

 

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

ონის მუნიციპალიტეტის ღებისა და გომის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

2 დეკემბრიდან 1-ლ იანვრამდე ადგილობრივ მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილი ნაკვეთების შესახებ ინფორმაციასა და საკადასტრო რუკებს  საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია ონლაინ, ბმულზე: https://napr.gov.ge/publishing, ასევე მატერიალური სახით: ღების ადმინისტრაციულ შენობასა და ჯინჭვისის დარბაზში.

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2020 წლის 2 დეკემბრიდან 31 დეკემბრის 16:00 საათის ჩათვლით შეავსოთ განცხადება მითითებულ ბმულზე ან მოგვმართოთ ზემოაღნიშნულ შენობებში.   ამ დროის შემდეგ მონაცემების შესწორება შეუძლებელი იქნება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

ღებისა და გომის ადმინისტრაციულ ერთეულებში აზომვთი საკადასტრო სამუშაოები 22 სექტემბერი – 3 ოქტომბრის პერიოდში მიმდინარეობდა. სააგენტოს საველე ოპერატორებმა მესაკუთრეთა ჩართულობით სრულად აღწერეს არეალზე არსებული 1065 მიწის ნაკვეთი.

ონის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ ოთხი მუნიციპალიტეტიდან, რომელიც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის N562 ბრძანებით განისაზღვრა.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებზე:

ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციულ ერთეულებში;

ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციულ ერთეულებში;

გ) ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციულ ერთეულებში;

დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე.

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა