ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

09.03.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, მოადგილე – ალუდა თუთისანთან და ადგილობრივ ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. ასევე შეხვედრები გაიმართა კომანდელის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები;
ლაჩთა -სკვერის კეთილმოწყობა(დასრულება), ცხაურების მოწყობა, სპორტული მოედნის მოწყობა(დასრულება);
შეუბანი – ნაპირდამცავის მოწყობა,წყლის სისყემის რეაბილიტაცია;
ხურუთი – სკვერის რეაბილიტაცია;
ნიგვზნარა – გარე განათების წერტილების დამატება,სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;სკვერის რეაბილიტაცია;
ჭალა – ნაპირსამაგრის მოწყობა, გზის რეაბილიტაცია.
კომანდელი-წყლის სისტემის რეაბილიტაცია,გზისპირა მოსაცდელების მოწესრიგება,სასაფლაოს კეთილმოწყობა,საუბნო გზის რეაბილიტაცია;
ხირხონისი-შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
ქრისტესი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ქორთა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სხიერი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია,სანიაღვრე არხების მოწყობა, გზის რეაბილიტაცია;
ყველა დასახელებულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა