ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

07.03.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ალუდა თუთისანთან, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან და მერის წარმომადგენელთან ერთად საკაოს, ღარის და გომის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
ხიდეშლები – სასაფლაოს შემოღობვა/კეთილმოწყობა, გარე-განათების წერტილების დამატება,წყლის სათავე-ნაგებობის რეაბილიტაცია;
მაჟიეთი – სკვერის კეთილმოწყობა;
საკაო – სასაფლაოს შემოღობვა, ხიდის რეაბილიტაცია;
ბორცო – სკვერის კეთილმოწყობა, გზის რეაბილიტაცია;
ლაგვანთა – სველი წერტილების კეთილმოწყობა;
გომი – სტადიონის მოწყობა(დასრულება);
ჯინჭვისი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ღარი – სპორტული მოედნების კეთილმოწყობა(დასრულება), სანიაღვრე არხის მოწყობა, საუბნო გზების რეაბილიტაცია;
წმენდაური – სკვერის მოწყობა.
ყველა დასახელებულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა