5
25.08.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხოციელდა.
კურორტ უწერაში დასრულდა მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები და დღეიდან, როგორც ადგილობრივ, ისე ნებისმიერ დამსვენებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ახალი სპორტული მოედნით. აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო თანხა 158 887 ლარს შეადგენდა. პროექტი, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
აგრეთვე, კურორტი უწერის შესასვლელში კონსტრუქცია წარწერით “მე მიყვარს უწერა” დამონტაჟდა. აღნიშნული პროექტი ადგილობრივმა მცხოვრებმა მოქალაქემ დააფინანსა, რისთვისაც ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა მადლობა გადაუხადა.