ონის მუნიციპალიტეტის სოფლების: გომის და ჯინჭვისის მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება

by magda

06.07.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლების: გომის და ჯინჭვისის მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:
განმცხადებელი უნდა იყოს ადგილობრივი მკვიდრი (სოფ. გომი, ჯინჭვისი) და გააჩნდეს მაღალმთიანი სოფლის მცხოვრების სტატუსი;
განმცხადებლის მიერ იდეის მომზადება, წერილობით ან ზეპირი ფორმით;
კონკურსზე დასწრება და წარმოდგენილი იდეის წარდგენა ჟიურის და დამსწრე საზოგადოებისთვის;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
სამუშაო ჯგუფის წევრების და დამსწრე საზოგადოების მიერ შერჩეული ჟიურისგან მოხდება საკონკურსო ისტორიების განხილვა, შეფასება და ბოლოს გამარჯვებულის დაჯილდოება მოხდება საჯაროდ.
წარმოდგენილი ისტორია უნდა იყოს დამაჯერებელი (შესაძლებელია გამოყენებული იყოს ნებისმიერი დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მასალა: ფოტო, ვიდეო, ან სხვა);
ისტორიის წარდგენის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5-10 წუთს.
კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 6300 ლარს, რომელიც შესაბამისად გადანაწილდება
საუკეთესო დოკუმენტირებული ისტორიისთვის სამ მთავარ საპრიზო ადგილზე, ასევე, დარჩენილი თანხა თანაბრად გადანაწილდება სხვა საუკეთესო იდეის და ისტორიის ავტორებზე (ერთ მონაწილეზე არაუმეტეს 150 ლარი);
კონკურსის ჩატარების თარიღი – 19/07/2024 წელი
მისამართი – სოფელი ჯინჭვისი ( რიტუალების სახლი)
13.00 სთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ
598 21 19 15 ლამარა ბოჭორიშვილი;
გაცნობებთ, რომ „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ დაცული ტერიტორიების კომპონენტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ “დაცული ტერიტორიების სააგენტოს” მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ტექნიკურ განხორციელებას უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია „ გოპა“.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content