13.02.2023 .
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის – გოჩა ენუქიძის წარმომადგენელთან ონში – ირმა ჩიხრაძესთან, ასევე მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:
სოფელი ხიდეშლები – გარე განათების მოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
სოფელი მაჟიეთი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
სოფელი საკაო – გარე განათების მოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სველი წერტილის წყალარინების სისტემის მოწყობა და გზის რეაბილიტაცია.
სოფელი ლაგვანთა – სველი წერტილის მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა კეთილმოწყობა.
სოფელი ბორცო – სასაფლაოს შემოღობვა კეთილმოწყობა.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.
ყველა დასახელებულ პროექტს კი ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ კონსულტაციები 9 თებერვალს დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება. დაგეგმილი შეხვედრები 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.