ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 24/06/21

24 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა.

სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი.

საკრებულოზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

 

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    სხდომის

დღის წესრიგი

 

               ქ. ონი                                                                                                  24 ივნისი  2021 წელი

 

1.2021-2023 წლებში ონის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების დამტკიცების შესახებ.

/მომხს:  თეიმურაზ გრძელიშვილი – მერიის  სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი/

დანართი

 

2.2021-2023 წლებში ონის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების გზის რეაბილიტაციის კაპიტალური  სამუშაოების დამტკიცების შესახებ.

/მომხს:  თეიმურაზ გრძელიშვილი – მერიის  სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი/

დანართი 

 

 

3.ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს მიერ მიღებული ,,ევროპული ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში  ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ შეთანხმებაზე ხელმოწერის და მასზე შეერთების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხს. მარიამ გობეჯიშვილი-მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/

 

 

4.განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია აიპ სპორტ სკოლაში გაწეული  მუშაობის შესახებ.

/მომხს:  სონია გუგეშაშვილი – კომისიის თავმჯდომარე/

 

5.განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია აიპ ბაგა-ბაღში გაწეული  მუშაობის შესახებ.

/მომხს:  სონია გუგეშაშვილი – კომისიის თავმჯდომარე/

 

6.სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტში გარე განათების მდგომარეობის შესახებ.

/მომხს:  გივი მეტრეველი  – კომისიის თავმჯდომარე/

 

7.ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია განვლილი ექვსი თვის მუშაობის შესახებ

/მომხს:  ვანო ბაღაშვილი  – კომისიის თავმჯდომარე/

 

 

ბაჩანა მარკოიშვილი

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა