17.02.2023წ.
თოვლწმენდის სამუშაოები დილიდან დაიწყო შქმერის, ცხმორი, ბაჯიხევი, კვაშხიეთი, ზვარეთი, ხეითის მიმართულებით, ასევე გაიწმინდა სოფელი გადამში.
ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე და მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი.
შეგახსენებთ რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება. იწმინდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები და ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრალური და პრობლემური ადგილები.
უამინდობის გამო, გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები ეტაპობრივად კვლავ გაგრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით.
გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას