ონის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

by magda

13.02.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის. ამ ეტაპზე გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება შიდასახელმწიფო მნიშვნელობის ონი-შოვის, საგლოლო, ჭიორა ღების, მიმართულებით. ასევე, ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრალურ გზებზე და პრობლემურ ადგილებზე.
უამინდობის გამო, გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით.
გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content