ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

by magda

22.11.2022

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტის და 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა.
3. ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის III კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
4. ,,ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N 14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტი.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შპს ” ონის სერვის ჯგუფისათვის” პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობაში (უსასყიდლოდ) თხოვების ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
6. “ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 მარტის N 17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
7. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის ინფორმაცია 2022 წლის მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
8. ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომის ოქმის განხილვა ფრაქციის შემადგენლობიდან გიორგი მარკოიშვილის გასვლის შესახებ.
9. კომისიებში წარმომადგენლობითი კვოტების განსაზღვრის შესახებ.
10.გიორგი მარკოიშვილის სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის, ინფრასტრუქტურის და სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ.
11. ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content