07.10.2022
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა, მოადგილე გიორგი მარკოიშვილთან და საკაოს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთან ვლადიმერ ბერელიძესთან ერთად სოფელ ლაგვანთაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები მოინახულა.
სამუშაოები ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეუფერხებლად.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. მისი ღირებულება კი 133’424 ლარს შეადგენს.
შემსრულებელი შპს ” ქუთაისწყალმშენი”.