ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

28.09.2022

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
 სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ” ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მონიტორინგის ანგარიშს განხილვა.
3. “ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინფორმაცია აიპ კულტურის სახლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
5. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის ინფორმაცია 2022 წელს საშეშე მერქნის ათვისებასთან დაკავშირებით.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს