48
24.08.2022
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალავერდ ხვედელიანი.
სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები :
1. ,,ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის საინფორმაციო დაფების განახლების შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია ა(ა)იპ ” ონის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის” მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.