ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ

29.12.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ!
ონის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ წინასაახალწლოდ, 30 დეკემბერს და შემდგომ 6 იანვარს , ონის ყოველკვირეული აგრარული ბაზარი ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით – დავიცვათ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები, დავიცვათ სოციალური დისტანცია და სათანადო წესები.
გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვათა ჯანმრთელობას!
გისურვებთ მშვიდობიან და ბედნიერ ახალ წელს!

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა