ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე აგრძელებს წარმატებული მეწარმეების და პროექტების მონახულებას

29.01.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე აგრძელებს წარმატებული მეწარმეების და პროექტების მონახულებას.
მიმდინარე წლის 29 იანვარს მერი შეხვდა “რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდი”-ს ხელმძღვანელს ინგა მეტრეველს და ადგილობრივი რეწვის სოციალურ საწარმო “ედენას” ხელმძღვანელს ლილი მაისურაძეს.
2020 წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო ონის მუნიციპალიტეტში- ხსენებული ორგანიზაციებსთვის. “რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდი”(ხელმძღვანელი ინგა მეტრეველი), ადგილობრივი რეწვის სოციალურ საწარმო “ედენასთან” ერთად ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ს პროექტში საგრანტო წინადადებით “რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ქალების გაძლიერება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად” და მიიღო სრული დაფინანსება.
წარდგენილი პროექტით სახელოსნო “ედენას ” ბაზაზე იქმნება მრავალპროფილური რაჭული სუვენირების საწარმო, რომელიც შეინარჩუნებს სოციალურ სტატუსს, გადაამზადებს და დაასაქმებს სხვადასხვა ჯგუფებს დაგეგმილი მიმართულებებით. საწარმო დაფუძნდება ახალ ლოკაციაზე, ქალაქ ონში, რუსთაველის 15 -ში. პროექტით იმავე ლოკაციაზე აშენდება კონცეპტუალური ეთნოტურისტული მაღაზია, სადაც გაიყიდება სხვადასხვა ადგილობრივი მეწარმეების ტურისტული პროდუქტი, ასევე რეკლამირდება მომსახურება. გარდა ამისა, აგვისტოს თვეში მაღალმთიან სოფელ გონაში ჩატარდება ეთნოფესტივალი, სადაც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების საკონცერტო პროგრამის პარალელურად მოეწყობა ეთნოტურისტული და აგროპროდუქციის გამოფენები ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად. პროექტი 15 თვე გაგრძელდება და მასში ჩაერთვება 80-მდე პირდაპირი და 200-მდე ირიბი ბენეფიციარი.
ემზარ საბანაძე დეტალურად გაეცნო პროექტის მიმდინარეობას,მისი განცხადებით მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და განხორციელებული თითოეული მსგავსი აქტივობა უმნიშვნელოვანესია.იგი მიესალმება იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დასაქმდება და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთვება 80-მდე ბენეფიციარი,რაც ონისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ტურისტული პოტენციალილს გაზრდის და სიღარიბის დაძლევის კუთხით.
ემზარ საბანაძემ მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა პროექტს და პროექტის ხელმძღვანელებს სხვა მეწარმეებისათვის პროექტის გასაცნობად მერიის შენობაში საინფორმაციო პრეზენტაციის ჩატარებაც შესთავაზათ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ