ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წოლის მოსახლეობას შეხვდა

06,08,2019

მიმდინარე წლის 6 აგვისტოს,ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე მერიის წარმომადგენლებთან ერთად შეუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წოლის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრა დაიგეგმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2020 წლისთვის შესარჩევ პრიორიტეტულ პროექებთან დაკავშირებით.
შეხვედრის სეზონურობა მიზანმიმართულად დაემთხვა აგვისტოს თვეს, რათა პროექტების შერჩევაში მონაწილეობა, მუდმივ მაცხოვრებლებთან ერთად, მიიღონ სეზონურმა მაცხოვრებლებმაც და მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული დაინტერესებულთა აზრი.
სოფელ წოლაში შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლისათვის აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა ტყეკაფში მიმავალი გზების მოწესრიგება და საშეშე მერქნის დროული მობეჭვდა,ასევე მიწის რეგისტრაციისა და წყალმომარაგების პრობლემის საკითხი. შესაძლებლობის ფარგლებში დაიგეგმა ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე, დასრულებული და მომავალ წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა