ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა

26.07.2019

მიმდინარე წლის 26 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შ.პ.ს “ცოტნე”, შ.პ.ს”პირამიდა”, შ.პ.ს”ურიში”, შ.პ.ს “ონის კომუნალური სამსახური”, შ.პ.ს “შოდა”, შ.პ.ს “ფარაონი”, შ.პ.ს “ბილ მენეჯმენტი’, შ.პ.ს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” კომპანიის წარმომადგენლობასთან და მეწარმეებთან – ი/მ დიმიტრი გოშაძე,ი/მ ონისე ხიდეშელი, ი/მ გოჩა ტყეშელაშვილი და ი/მ თეიმურაზ სხიერელი.
️შეხვედრაზე განიხილეს სოფელ პიპილეთში არსებული მინერალური წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის, სოფელ სევაში, ღუნდასა და ბარში წყალსადენის რეაბილიტაციის, ქ.ონში მოედნის ქუჩაზე მდებარე სკვერში სპორტული ტრენაჟორების და სოფლებში (ბოყვა,უშოლთა, ხეითი, ზვარეში, კვაშხიეთი, ქრისტესი, ხირხონისი,ქორთა, კომანდელი) თავშეყრის ადგილის მოწყობის სამუშაოები. ასევე განიხილეს სოფელ ღებში საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის მიმდინარეობა, სოფელ ფარახეთში მეწყრისგან დაზიანებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნიგვზნარაში და ლაჩთაში სპორტული მოედნის და “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გარე განათების მოწყობის სამუშაოები. სოფლებში (ხირხონისი, ლაგვანთა, ღარი, ნიგავზები) ახალი ამბულატორიების მშენებლობის და სოფელ ღარში მდ.ღარულაზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოების შესრულების საკითხი.
ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე და ვადების კონტროლზე, ასევე სხვა საყურადღებო საკითხებზე.
შეხვედრაზე შ.პ.ს “ექსპერტიზა – მშენებლობა – დიზაინის” ზედამხედველებს მიეცათ მითითება სამუშაო პროცესის დროს ობიქტებზე კადრების მობილიზების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ასევე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებს და ინდ. მეწარმეებს მიეცა გარკვეული მითითებები და შენიშვნები მონიტორინგის შედეგად სამუშაოებზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ