31.03.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქართველი ერის ისტორიაში რეფერენდუმის დღის მნიშვნელობაზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის შესახებ.
ასევე აღინიშნა, რომ 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
“1991 წელს გამართული რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და განსაზღვრა საქართველოს მომავალი”,- აღნიშნა დავით ლობჟანიძემ.
ღონისძიებაზე ანსამბლმა „რაჭამ“ “შავლეგო” შეასრულა.