ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

09.03.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ინფრასტრუქტურული, კულტურული, სოციალური პროექტები, ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრის დასასრულს სამსახურებისათვის განისაზღვრა სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებები.
დავით ლობჟანიძემ სამსახურის ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტში რაჭა- ლეჩხუმ- სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ელენე მაისურაძე, ასევე ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო