ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ტანმოვარჯიშე ლიზა დვალიძეს, ანა ჭელიძეს და მათ მწვრთნელებს მიღწეული წარმატებებისთვის ფულადი ჯილდოები, დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს

26.01.2026წ.

ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ტანმოვარჯიშე ლიზა დვალიძეს, ანა ჭელიძეს და მათ მწვრთნელებს მიღწეული წარმატებებისთვის ფულადი ჯილდოები, დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
გასული წლის განმავლობაში ახალგაზრდა სპორტსმენებმა სხვადასხვა შეჯიბრებებზე მაღალი შედეგები აჩვენეს და არაერთი საპრიზო ადგილი მოიპოვეს.
მუნიციპალიტეტის მერმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მწვრთნელებს გაწეული შრომისთვის და ტანმოვარჯიშეებს წარმატებები უსურვა მომავალ სპორტულ ასპარეზობებზე.
ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციისა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისების მიზნით მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამა ხორციელდება.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო