ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე- ლევან შერაზადიშვილი მურმან ლებანიძის სახელობის პრემიით ახალგაზრდების და სოფლის ერთგული უხუცესის დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

19.09.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე- ლევან შერაზადიშვილი მურმან ლებანიძის სახელობის პრემიით ახალგაზრდების და სოფლის ერთგული უხუცესის დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.
ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა დავით დაუშვილმა, ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების 2025 წლის წარმატებული პირველკურსელი ახალგაზრდები და “ სოფლის ერთგული” – სოფელ მრავალძლიდან, მურმან ლებანიძის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.
წელს რიგით მეოთხე დაჯილდოება გაიმართა, სადაც მურმან ლებანიძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნულ გამოცდებში მიღებული საუკეთესო შედეგებისთვის ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ორი წარჩინებული ახალგაზრდა – მარიამ გძელიშვილი(ონი) , დავით ცაგურიშვილი( ამბროლაური), ასევე 2025 წლის “სოფლის ერთგულის” სიგელი და მურმან ლებანიძის პრემია გადაეცა სოფელ მრავალძლის უხუცეს მკვიდრს, წმინდა გიორგის ტაძრის მცველს, ბათლომე სხირტლაძეს.
დაჯილდოებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ონის და ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრის დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს დავით დაუშვილს ქველმოქმედებისთვის და ახალგაზრდა თაობის წახალისებისთვის.
აღსანიშნავია, რომ დავით დაუშვილმა 2022 წელს დიდი ქართველი პოეტის მურმან ლებანიძის 100 წლის იუბილეზე, დააწესა მურმან ლებანიძის პრემია, ფულადი ჯილდო, რომლითაც ყოველწლიურად ჯილდოვდებიან წარმატებული სპორტსმენები, წარჩინებული ახალგაზრდები და სოფელში მცხოვრები „სოფლის ერთგული“ ადამიანები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზაზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

ონის მუნიციპალიტეტში, შპს „ეიჯი ნოწარულა ჰაიდროს“ მდინარე ნოწარულაზე 5.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ნოწარულა 2“ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ

ქალაქ ონში ყოფილი საჭიდაო დარბაზის ადგილზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია, 24 ნოემბერს 18:00 საათზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს