ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა

სხდომაზე განიხილეს „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა

19 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა:
შენობა ნაგებობების ადაპტირება შშმ პირებისთვის შეუფერხებლად გადასაადგილებლად (პანდუსების მოწყობა კვლავ გაგრძელდება ქალაქის სხვადასხვა ლოკაციზე).
ქალაქის ქუჩების საგზაო მინიშნებების სამუშაოების დაგეგმვის დროს შშმ პირებისთვის გადასასვლელების მოწყობის და მინიშნებების გათვალისწინება.
შშმ პირების ჩართულობა სხვადასხვა შემეცნებით, კულტურულ – სპორტულ აქტივობებში.
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შშმ და სსსმ პირებისთვის ფულადი თანხის გადაცემა.
სიღარიბეში მცხოვრები შშმ ბავშვთა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები) სპეციფიკური საჭიროების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის მიზნით სათანადო ღონისძიებების ჩატარება.
“ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ გადაწყვეტილებით 2018-2019 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით შშმ და სსსმ პირებისთვის არაერთი ღონისძიება განხორციელდება, მათ შორის მოეწყობა დასვენების კვირეულიც საქართველოს ნებისმიერ კურორტზე.
ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის ინიციატივით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მომავალ წელს დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები , რომ ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა