ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – პაატა მაისურაძესთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან

17.06.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – პაატა მაისურაძესთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან.
მერმა, სამსახურის ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოების, მიმდინარე, დაგეგმილი და გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ასევე განხილულ იქნა პრობლემური საკითხები და მათი დროულად მოგვარების გზები.
სერგი ხიდეშელის მხრიდან ყურადღება გამახვილდა პროექტების ხარისხიანად, დაგეგმილ ვადებში შესრულების აუცილებლობაზე. ასევე ხაზი გაესვა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მნიშვნელობას.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო