ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ეწვია ბულგარეთის რესპუბლიკას

11.06.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ეწვია ბულგარეთის რესპუბლიკას.
ვიზიტი ხორციელდება პოპოვოს მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ ონსა და პოპოვოს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს რეგიონულ დონეზე ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სხვა საერთო ინტერესის სფეროებში.
ოფიციალურ ცერემონიაში ასევე მონაწილეობდა ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცეპრეზიდენტი ილიანა იოტოვა.
ვიზიტის ფარგლებში ონის მერმა, სერგი ხიდეშელმა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
მისასალმებელ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა მასპინძლებს მოწვევისა და ვიზიტის ორგანიზებისთვის და ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.
მერმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვესელინ ვალკანოვის, და ბულგარეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობის როლი.
მან ასევე გაიხსენა, რომ დაძმობილების ინიციატივა 2022 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც ბულგარეთის ელჩი ქალაქ ონს სტუმრობდა.
ონის მუნიციპალიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან:
დავით ჩიხრაძე – ონის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი
ლერი მღებრიშვილი – ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ