ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი სოფელ ქვედში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

22.05.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი სოფელ ქვედში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს სოფელ ქვედის საავტომობილო გზაზე ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობას.
სამუშაოების ღირებულება 795 000 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2026 წლის ივნისში იგეგმება.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო