ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი საკრებულოს სხდომაზე 2024 წლის ანგარიშით წარსდგა

24.04.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი საკრებულოს სხდომაზე 2024 წლის ანგარიშით წარსდგა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი უძღვებოდა.
ანგარიშის პრეზენტაციას საკრებულოს წევრებთან ერთად მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.
სერგი ხიდეშელის საინფორმაციო ანგარიში მოიცავდა ყველა იმ საკითხს, რომელიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა.
მერმა, ძირითადი აქცენტი ბიუჯეტის პარამეტრებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ – საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ ღონისძიებებსა და მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე გაამახვილა და 2025 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები დააანონსა, რომლებიც ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად იქნება მიღწეული.
წარმომადგენლობითმა ორგანომ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ყველა იმ მიმდინარე და გარდამავალ პროექტზე, რომლიც მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საკრებულოს წევრებმა სერგი ხიდეშელის 2024 წლის მუშაობის ანგარიში დადებითად შეაფასეს. მადლობა გადაუხადეს ამომწურავი ინფორმაციისთვის და მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის.
“ ყველა ის პროექტი, რომელიც 2024 წელს ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა და სამომავლოდ განხორციელდება, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული და მათ კეთილდღეობაზე აისახება.”, – განაცხადა სხდომაზე სერგი ხიდეშელმა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზაზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

ონის მუნიციპალიტეტში, შპს „ეიჯი ნოწარულა ჰაიდროს“ მდინარე ნოწარულაზე 5.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ნოწარულა 2“ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ

ქალაქ ონში ყოფილი საჭიდაო დარბაზის ადგილზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია, 24 ნოემბერს 18:00 საათზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს