ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

12.02.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა ინფორმაციები სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარებაზე.
ინფორმაციის შეჯამების შემდგომ, მერმა გასული კვირის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა.
მერის განცხადებით ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის სფეროები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე იაპონიის ენერგო ასოციაციის (JEA) -ის წარმომადგენლებისთვის მოხდა რაჭის რეგიონის ძირითადი საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა.
სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ვიზიტი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრული, კულტურული კავშირების გაღრმავებასა და თანამშრომლობის გამყარებას, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მუნიციპალიტეტს და რეგიონს განვითარებაში

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო