14
26.06.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგისა და ხარისხის მართვის ფარგლებში, შეუბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
პროექტი გულისხმობს კარ-ფანჯრების, ელექტრო სისტემის, იატაკის შეცვლას და კედლების ნაწილობრივ დემონტაჟს. ასევე პროექტის ფარგლებში იცვლება დაზიანებული სახურავი, სველი წერტილები, წყალარინება, შეიღებება სამუშაო ოთახები შიდა და გარე ინტერიერი.
სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება რომლის სახელშეკრულებო თანხა 549 904 ლარს შეადგენს. შენობის რეაბილიტაციის დასრულება 2024 წლის ბოლოს იგეგმება.
მერმა შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს არსებული ხარვეზების დროულად მოგვარებასთან დაკავშირებით, გარკვეული დავალებები მისცა და ყურადღება გაამახვილა პროექტით გათვალისწინებულ ვადებსა და შესრულების ხარისხზე.
„მუნიციპალიტეტში მრავალი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მოსახლების საჭიროებებზეა მორგებული. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელების პროცესში შემსრულებლის მხრიდან მაქსიმალურად იქნას დაცული შესაბამისი სტანდარტები, ხოლო მიწოდების ვადა მოხდეს გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით”. – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.