ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, კურორტ შოვში მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით შემოსული საპროექტო იდეების განხილვა გაიმართა

13.06.2024წ.

დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, კურორტ შოვში მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით შემოსული საპროექტო იდეების განხილვა გაიმართა, რომელიც ესკიზური ნამუშევრების სახით იყო წარმოდგენილი
საპროექტო იდეები განიხილა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც არიან, როგორც დარგის სპეციალისტები ისე გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. სხდომას, აგრეთვე ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე და ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
შემოსული განაცხადებიდან შეირჩა სამი საპროექტო იდეა, რომელიც გადავიდა შემდგომ ეტაპზე. საპროექტო იდეების დეტალურად განხილვისათვის 18 ივნისს დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა ავტორებთან, რომლებიც დეტალურად აღწერენ და განმარტავენ მათი მხრიდან წარმოდგენილ იდეებს. მნიშვნელოვანია, რომ მემორიალი უნდა პასუხობდეს, როგორც გარემო პირობებს, ასევე კონცეპტუალურად თანხვედრაში უნდა იყოს ტაძართან და თემატურად შეესაბამებოდეს საპროექტო იდეას.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა