ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

13.05.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, მიმდინარე წელს განხორციელებულ და გარდამავალ პროექტებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მერმა განიხილა საკითხები, რომლებიც უახლოეს დროში სწრაფ რეაგირებას მოითხოვს.
სერგი ხიდეშელმა თანამშრომლებს დაავალა, კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანასა და განხილვა-გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.
სამუშაო შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ონის მერის – პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content