ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, ონის მუნიციპალიტეტის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელ ლევან ტყეშელაშვილთან ერთად, სოფელ გლოლის და ჭიორის მოსახლეობას შეხვდა

02.04.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, ონის მუნიციპალიტეტის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელ ლევან ტყეშელაშვილთან ერთად, სოფელ გლოლის და ჭიორის მოსახლეობას შეხვდა და ტყეკაფის გამოყოფის, ასევე მთის სოფლებში მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ლევან შერაზადიშვილმა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
ონის მუნიციპალიტეტის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელი მოსახლეობას დაპირდა რომ , მაქსიმალურად დაეხმარება მათ ტყეკაფების რესურსის ათვისებაში.
მოსახლეობის მხრიდან ასევე საკითხი შეეხო სოფლებში არსებულ პრიორიტეტულ საჭიროებებს, რომლის მოგვარებაც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან კომუნიკაცია და მათ საჭიროებებზე ზრუნვა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა