ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ღების ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

08.03.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ღების ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მოქალაქეებს საშუალება მიეცათ გამოეთქვათ მოსაზრებები და განეხილათ ის პროექტები და საკითხები, რომელიც მათთვის პრიორიტეტულია, ასევე იმსჯელეს არსებულ საჭიროებებზე და მათი მოგვარების გზებზე.
მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებს კონსულტაცია გაუწია, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემუშავებული პროგრამებითა და პროექტებით.
”ყოველდღიურად მერთან შეხვედრის მოთხოვნით შემოდის განცხადებები, ასევე, მერიის საკონტაქტო ნომერზე რეკავენ მოქალაქეები, ბევრი როგორც პირად ასევე სოციალური ქსელის საშუალებით გვიკავშირდება. იქიდან გამომდინარე, რომ არ მინდა, რომელიმე მათგანი დარჩეს უყურადღებოდ ვგეგმავ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შევხვდე მოქალაქეებს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოვისმინო. რასაც, ჩვენი სამსახურების კომპეტენციის და კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოყვება.“ – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა