ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში: “თვითმმართველობის აკადემია: ლიდერობა და მენეჯმენტი ქართულ ადგილობრივ თვითმმართველობებში”

06.03.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში: “თვითმმართველობის აკადემია: ლიდერობა და მენეჯმენტი ქართულ ადგილობრივ თვითმმართველობებში”.
აღნიშნული პროგრამა განახორციელა “სოლიდარობის ფონდმა PL საქართველოში” საჯარო სამსახურის ბიუროსთან, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასთან (სათეფა), მიროშევსკის ცენტრთან და “Leaders of Change Foundation”-თან თანამშრომლობით. სასწავლო გეგმა კი შემუშავდა პოლონეთის ლეხ კაჩინსკის საჯარო ადმინისტრირების სკოლის (KSAP) მიერ, რომლის ექსპერტებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ტრენინგში.
სასწავლო მოდულების თემებს წარმოადგენდა: ლიდერი ცვლილებაში (გუნდის შექმნა და მართვა, ცვლილებების მართვა), მენეჯერული უნარების გაუმჯობესება (პროექტის მენეჯმენტი, პროცესის მენეჯმენტი, გადაწყვეტილებების შემუშავება დიზაინის აზროვნების მეთოდის გამოყენებით), ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებში მართვის სხვადასხვა სფერო – (მუნიციპალური განვითარების მენეჯმენტი, მართვის კონტროლი და რისკების მართვა, სახელმწიფო შესყიდვები), კარგი პრაქტიკა – სასწავლო ვიზიტები პოლონეთის ადგილობრივ თვითმმართველობებში.
სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო პოლონეთის გამოცდილების და პრაქტიკის გაცნობა მუნიციპალიტეტების ფუნქციონირებასა და საჯარო სერვისების მიწოდებაში, ასევე ცოდნის გაღრმავება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების მართვის სფეროში და კარგი პრაქტიკის გაზიარება კულტურისა და დასვენების სფეროში, სოციალურ და ჯანდაცვის პოლიტიკაში, განათლებაში, ნარჩენების მართვასა და გარემოს დაცვაში, მუნიციპალური ფინანსებისა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავებაში.
პროგრამის დასასრულს აკადემიის ყველა მონაწილეს გადაეცა პოლონეთის ლეხ კაჩინსკის სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულის სერთიფიკატით.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ აკადემიის განმახორციელებელ თითოეულ პარტნიორს და მონაწილეებს.

Related posts

ონის სამხატვრო სკოლაში გაიმართა დამამთავრებელი ჯგუფის სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა.

28 ივნისს, ლიდა გონგაძის სახელობის ონის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრმა, ჩაატარა საანგარიშო ღონისძიება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია