ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ალავერდ ხვედელიანთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, კვაშხიეთის და წედისის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა

06.02.2024წ.

“სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ალავერდ ხვედელიანთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად, კვაშხიეთის და წედისის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
სოფ. წედისი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, წისქვილის მოწყობა შესაბამისი ინვენტარით;
სოფ. ირი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სოფ. ქვედრულა – გარე განათების მოწყობა, გზის რეაბილიტაცია;
სოფ. ქვედი – ხიდ-ბოგირების მოწყობა, გარე განათების მოწყობა;
სოფ. სხანარი – სანიაღვრე არხების და ცხაურის მოწყობა;
სოფ. ზუდალი – გარე განათების მოწყობა;
სოფ. კვაშხიეთი – გზის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა;
სოფ. ბოყვა – სკვერის მოწყობის დასრულება;
სოფ. ხეითი – გზის რეაბილიტაცია;
სოფ. ზვარეთი – ჭაბურღილის მოწყობა;
სოფ. ჯოისუბანი – გზის რეაბილიტაცია, წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზაზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო

ონის მუნიციპალიტეტში, შპს „ეიჯი ნოწარულა ჰაიდროს“ მდინარე ნოწარულაზე 5.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ნოწარულა 2“ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ

ქალაქ ონში ყოფილი საჭიდაო დარბაზის ადგილზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია, 24 ნოემბერს 18:00 საათზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს