ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, 2019 წლის 26-27 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენის (ძლიერი წვიმა) შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიღებული ზარალის შემსწავლელი საგანგებო კომისიის სხდომა გამართა

შეხვედრაზე განიხილეს 2019 წლის 26-27 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენის დროს ზარალის სავარაუდო ოდენობა

28 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ, 2019 წლის 26-27 ივნისს მომხდარი სტიქიური მოვლენის (ძლიერი წვიმა) შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიღებული ზარალის შემსწავლელი საგანგებო კომისიის სხდომა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს 2019 წლის 26-27 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენის დროს ზარალის სავარაუდო ოდენობა.
სოფელ ღებში მდინარე რიონმა დააზიანა არსებული გაბიონი და ნაპირსამაგრი ზოლი, საფრთხე შეუქმნა საავტომობილო გზას და სასოფლო სამეუნეო სავარგულებს.
სოფელ ჟინჭვისში მდინარე გომრულას წყლის დონის მკვეთრი მატების შედეგადაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა მდინარის გასწვრივ მოწყობილი ნაპირსამაგრი გაბიონები.
კურორტ შოვში მდინარე დღვიორას წყლის დონის მკვეთრი მატების შედეგადაც დაზიანდა ქუთაისი-ალპანა-მამისონის სახელმწიფო გზის 137-კმ.ზე გზის მონაკვეთი , ასევე გზის გასწვრივ მოწყობილი წყალმომარაგების ქსელი, საიდანაც სასმელი წყალი მიეწოდება კურორტ შოვს და სოფელ გლოლას.
სოფელ ლაგვანთაში მდინარე საკაურამ დააზიანა არსებული ნაპირსამაგრი გაბიონი და საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის სასოფლო სამეუნეო სავარგულებს , მისასვლელ და შიდა საუბნო გზას.
სოფლებში გადამშსა და ჭვებარში ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა მისასვლელი და შიდა საუბნო გზა. მწყობრიდან გამოვიდა სახიდე გადასასვლელები და ნაპირსამაგრები. გართულებულია სატრანსპორტო გადაადგილება.
მერის პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის განცხადებით ზარალის საორიენტაციო ღირებულების დადგენის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოხდება რეაგირება სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამირან სხიერელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საკალათბურთო ტურნირის გახსნას დაესწრო

2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრის წარმატებული სტუდენტებისთვის ონის   მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო

ქალაქ ონის სასპორტო სკოლის კომპლექსში გაიმართება ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელის, თბილისის დინამოს“ მწვრთნელის,საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის,საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ღირსების ორდენის კავალერის – ამირან სხიერელის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი კალათბურთში