ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა

05.01.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელს შეხვდა.
მერმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგად საკითხებზე იმსჯელა და გარკვეული პრობლემების მოგვარების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა. ასევე, მოისმინა პედაგოგების მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ.
როგორც მერმა აღნიშნა, მასწავლებლებთან შეხვედრები და მათი მონაწილეობა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მუნიციპალიტეტის მხრიდან თითოეული ინიციატივა მაქსიმალურად ითვალისწინებდეს მოსწავლეების და პედაგოგების საუკეთესო ინტერესებს.
შეხვედრისას მუნიციპალიტეტის მერმა სასწავლო პროცესის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სოფ(ღების, ჭიორის, გლოლის და ღარის) სკოლებში ტრანსპორტირების კუთხით არსებულ პრობლემა გადაჭრა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა