ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა მერიის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას, 2023 წელს განხორციელებული პროექტებისა და სამუშაოების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა

29.12.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა მერიის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას, 2023 წელს განხორციელებული პროექტებისა და სამუშაოების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
საჯარო შეხვედრაზე მერმა შეაჯამა მიმდინარე წელი, აღნიშნა რომ 2023 წელი ონის მუნიციპალიტეტისთვის იყო გამოწვევებით სავსე, რთული, აგვისტოს ტრაგედიამ რადიკალურად შეცვალა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები და გეგმები, ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობით, ერთმანეთის გვერდში დგომით შესაძლებელი გახდა რთული დღეების გამკლავება, რისთვისაც სერგი ხიდეშლმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას.
”სხვა მხრივ 2023 წელს შეიძლება ვუწოდოთ წარმატებული წელი, თუმცა ჯერ კიდევ გადასაჭრელი რჩება მრავალი პრობლემა, რომელთა მოსაგვარებლად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს აქტიურ მუშაობას“- განაცხადა სერგი ხიდეშელმა.
პრეზენტაციაზე მერმა ასევე ისაუბრა 2023 წლის მზარდი ბიუჯეტის შესახებ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კულტურულ და სოციალურ პროგრამებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და მზარდ ტურისტულ პოტენციალზე.
მომავალი გეგმების შესახებ სერგი ხიდეშლმა აღინიშნა, რომ აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
შეხვედრის დასასრულს სერგი ხიდეშელმა რვა წარმატებულ მერის სტიპედიანტს დიპლომები გადასცა და წარმატებები

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა