ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, ააიპ ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, ახლად გარემონტებული ცეკვის წრის დარბაზი მოინახულა

08.12.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, ააიპ ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, ახლად გარემონტებული ცეკვის წრის დარბაზი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ – მანანა ჩაგელიშვილთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა ცეკვის წრის დარბაზს და გამოსაცვლელ ოთახებს. სადაც 56 აღსაზრდელი სტანდარტთან მიახლოებულ სივრცეში განაგრძობს ვარჯიშს.
შეგახსენებთ, რომ სერგი ხიდეშელი, მიმდინარე წლის ზაფხულში, შეხვდა ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალიდან წარმატებით დაბრუნებულ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ცეკვის წრის ბავშვებს, სადაც მერმა პატარა აღსაზრდელებს მიულოცა მიღწეული წარმატება და სრულფასოვანი სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნას დაპირდა.
მერის განცხადებით – მუნიციპალიტეტი ზრუნავს, ხელი შეეწყოს არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას და შექმნას გაცილებით უფრო ძლიერი, გამართული და მიმზიდველი საგანმანათლებლო გარემო, რათა მოხდეს სწავლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო