ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ სორში მცხოვრები, უხუცესი იუბილარი ქალბატონი, ელენე კერვალიშვილი მოინახულეს რომელიც 101 წლის გახდა

28.11.2023წ.

დღეს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ სორში მცხოვრები, უხუცესი იუბილარი ქალბატონი, ელენე კერვალიშვილი მოინახულეს რომელიც 101 წლის გახდა.
ქალბატონ ელენეს დაბადების დღე პირადად მიულოცეს მერის წარმომადგენლებმა და ჯანმრთელობა უსურვეს.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ხანდაზმულ მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის) გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო