ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილტან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონფერენციას დაესწრო

16.10.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილტან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონფერენციას დაესწრო, სადაც “გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ განიხილეს.
ფართომასშტაბიან ღონისძიებას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კოფერენცია ათეას ვიცე – პრეზიდენტმა გახსნა.
გიორგი ტყემალაძემ, გენდერული თანასწორობის მიმართულებით, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში, ათეას ჩართულობასა და ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
აღსანიშნავია ასოციაციის მნიშვნელოვანი წვლილი მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების მხრივ, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ ასოციაციის ჩართულობით, 49 მუნიციპალიტეტს, უკვე შემუშავებული აქვს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა.
ათეას შუამდგომლობით, დოკუმენტს 21-მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი, დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში კი, ქარტიას, კიდევ 5 თვითმმართველი ერთეული შეუერთდება.
ეროვნული კონფერენცია, რომელიც პროექტის “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში მოეწყო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა