ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, Caucasus Auto Import -ის წარმომადგენლებთან ერთად, შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა

12.10.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, Caucasus Auto Import -ის წარმომადგენლებთან ერთად, შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
შეხვედრაზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი და მერის წარმომადგენელი გლოლის ადმინისტრაციულ ერთეულში – ვანო ბიჭაშვილი.
მუნიციპალიტეტის მერმა შოვის სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული პირების ოჯახებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით ერთჯერადი ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ფინანსური დახმარება გაეწია იმ ოჯახებს, რომლებმაც 3 აგვისტოს, სტიქიის შედეგად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაკარგეს.
„იმ ტრაგიკული დღიდან ორ თვეზე მეტი გავიდა რომელმაც ყველა ჩვენგანი შეძრა. სტიქიისგან მიყენებული ყველანაირი ზარალი შეიძლება ანაზღაურდეს, მაგრამ ვერაფერი აანაზღაურებს ადამიანთა სიცოცხლეს და იმ ტკივილს, რაც მათი დაკარგვით მოგვადგა ყველას, პირველ რიგში, მათ ოჯახებს. კიდევ ერთხელ მინდა დიდი გულისტკივილით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და პატივი მივაგო მათ ხსოვნას.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმ უმძიმეს დღეებში პირნათლად ასრულებდა თავის მოქალაქეობრივ, სამსახურებრივ მოვალეობას და ხალხს, ვინც ჩვენს მუნიციპალიტეტს ეხმარებოდა.” ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ხელმძღვანელობდა

მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სოფელ ონჭევში გზის საფარის დაგების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა