ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს – გეგა გეგეშიძეს შეხვდა

24.07.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს – გეგა გეგეშიძეს შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, ოლიმპიურ და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ – დავით გობეჯიშვილთან ერთად, ფედერაციის პრეზიდენტს ქალაქის ცენტრში, ბეერშევას სახელობის პარკში, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო, რომელიც დასკვნით ეტაპზეა.
შეხვედრაზე გეგა გეგეშიძემ მუნიციპალიტეტის მერს მადლობა გადაუხადა სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ – არსებული საჭიდაო დარბაზი, სრულად აკმაყოფილებს მაღალი დონის ტურნირის ჩატარებისთვის საჭირო მოთხოვნებს.
შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და განაცხადა, რომ სპორტზე ზრუნვა და მისი განვითარება იყო და კვლავაც რჩება ჩვენს პრიორიტეტად. საუბრისას სერგი ხიდეშელმა ხაზი გაუსვა, ეროვნულ და საერთაშორისო დონის ტურნირებზე ონელი ახალგაზრდების მიღწევებს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს სპორტის ამ სახეობაში მოვარჯიშე სასპორტო სკოლის აღსაზრდელებზე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა